როგორ გაალღოთ ხორცი სწრაფად ისე, რომ არ გააფუჭოთ პროდუქტი

ხორცი

თუ სადილის სასწრაფოდ მომზადება გჭირდებათ, ხორცი კი გაყინულია, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად არ იმოქმედებს მზა კერძის ხარისხზე.

საფეხურები:

ხორცის გალღობა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებით

გაზქურა და მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ სწრაფად გაალღოთ გაყინული ხორცი. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გაფუჭება, უნდა იცოდეთ რამდენიმე წესი:

35ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე ხორცში იწყება ცილის დენატურაციის პროცესი, ანუ იწყებს მოხარშვას;
ოთახის ტემპერატურაზე ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას ხორცის ზედაპირზე, ამიტომ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ გალღობის და თერმული დამუშავებისთვის განკუთვნილი დრო;
რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე ალღობთ ხორცს, მით მეტ ტენიანობას დაკარგავს პროცესის დროს და ნაკლებად "წვნიანი" იქნება. საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებით ხორცის გალღობისას აირჩიეთ სპეციალური გალღობის რეჟიმი, რომლის ტემპერატურა არ აღემატება 30ºC-ს.

ხორცის გალღობა წყლით

თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გაალღოთ ხორცი, უბრალოდ ცივ წყალში ჩადეთ. ცხელი წყლის გამოყენება არ შეიძლება გალღობისთვის. პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, ზოგიერთი დიასახლისი წყალს მარილს ან შაქარს უმატებს.

მხოლოდ ერთი მწიკვი და წიწიბურა გადაიქცევა შედევრად: რა უნდა დაამატოთ თქვენს საყვარელ ფაფას შესანიშნავი გემოსთვის

გაითვალისწინეთ:

კატეგორიულად აკრძალულია ხორცის გალღობა შეფუთვის გარეშე ოთახის ტემპერატურაზე. ამ მეთოდით მის ზედაპირზე მრავლდება სხვადასხვა მიკროორგანიზმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა;

არ გამოიყენოთ სუფრის ძმარი. მიუხედავად იმისა, რომ ის აჩქარებს გალღობის პროცესს, სინამდვილეში აფუჭებს ხორცის გემოს.

 

წყარო: rogor.ge

მეტის ნახვა