ქათმის მკერდი ისპანახით - გემრიელი კერძი რამდენიმე ინგრედიენტით

ქათმის მეკრდი

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 4 ნაჭერი
ბეკონი - 8 ნაჭერი
ისპანახი - 300 გ
მაიონეზი „სლობოდა“ პროვანსალი - 0.5 ჭიქა
ყველი ფეტა - 0.5 ჭიქა
ნიორი - 2 კბილი
 

მომზადების წესი

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.

საშუალო ზომის თასში მოათავსეთ მაიონეზი „სლობოდა“, წინასწარ მოწალული და წვრილად დაჭრილი ისპანახი, ყველი ფეტა, გახეხილი ნიორი და კარგად აურიეთ.

ქათმის მკერდი შუაზე გაჭერით ისე, რომ ნაწილები ერთმანეთს ბოლომდე არ დაშორდეს.

მკერდის შუაში მოათავსეთ ისპანახისა და მაიონეზის ნაზავი. შემდეგ კი გარედან შემოახვიეთ ბეკონის ნაჭრები და სამზარეულოს ჩხირით დაამაგრეთ. მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გადააფარეთ საცხობი ქაღალდი.

1 საათის განმავლობაში აცხვეთ ღუმელში. შემდეგ კი მოხსენით საცხობი ქაღალდი და კიდევ 5 წუთი აცხვეთ ღუმელში, რომ კარგად დაიბრაწოს.

 

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა