ნიგვზიანი ლობიო – მარტივი სამარხვო კერძი იმერეთიდან

ნიგვზიანი ლობიო

იმერული სამზარეულო ძალიან მდიდარია ნიგვზიანი მხალეულითა და მჟავე ხილისგან მომზადებული საწებლებით. ნიგვზით აზავებენ შემწვარ ან მოხარშულ ბადრიჯანს, ისპანახს, პრასს, წითელ მხალს, კომბოსტოს, კეჟერა მხალს, მოხარშულ სტაფილოს, ლობიოს და სხვა ბოსტნეულს. ნიგვზიანი საკაზმი თითქმის ყველა სახის მხალეულისთვის ერთნაირად მზადდება. მის შემადგენლობაში შედის უცხო სუნელი, ზაფრანა, ხახვი, ნიორი, ნიგოზი, ოხრახუში, ხმელი და ნედლი ქინძი, წითელი ან მწვანე ცხარე წიწაკა (სეზონის მიხედვით), ნიახური, ძმარი და ბროწეულის მარხცლები.

დღევანდელი კერძი, რომელსაც გაეცნობით, უგემრიელესი ნიგვზიანი ლობიოა - მემარხულეებს განსაკუთრებულად რომ ესიამოვნებათ, აი სწორედ ასეთი.

ინგრედიენტები:

500 გ მოხარშული ლობიო
1 ჭიქა ნიგოზი
 1 თავი ხახვი
1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
1/3 ჩ.კ. ხმელი ქინძი
1 კონა ქინძი და ოხრახუში
3 კბილი ნიორი
მარილი
წიწაკა
ძმარი
1 ს.კ. ბროწეულის მარცვლები

მომზადების წესი:

ნიგოზი გავატაროთ. ნიორი დავნაყოთ, ხახვი და მწვანილი წვრილად დავჭრათ და დავუმატოთ ნიგოზს. დავაყაროთ სანელებლები, დავასხათ ძმარი და ავზილოთ. მასა შევურიოთ ლობიოს და ბოლოს დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები.

სულ ეს არის, ხომ მარტივია? მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

 

წყარო: gastronomia.ge

მეტის ნახვა