ბოსტნეულის ხარჩო - განსაკუთრებით აქტუალურია მარხვის პერიოდში

ბოსტნეულის ხარჩო

ბოსტნეულის ხარჩო მსუბუქი, გემრიელი და ნოყიერი კერძია. იგი განსაკუთრებით აქტუალურია მარხვის პერიოდში.

დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 6.

ინგრედიენტები:

ბრინჯი  3/4;
პომიდორი  3-4ც;
ხახვი 1-2თ;
ნიორი  3-6კბილი;
ნიგოზი  1/2ჭ;
ზეთი  2ს/კ;
ქინძი, ოხრახუში თითო კონა;
ტომატი  2ს/კ;
წითელი ტყემალი  2ს/კ;
მარილი, ქინძი, პილპილი, კოჭა  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მდუღარე მარილწყალში ჩავყაროთ ბრინჯი. ვხარშოთ 15 წთ საშუალო ცეცხლზე. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და 5 წთ ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ტომატი, ტყემალი, სუნელები, ავურიოთ, 2 წთ ვშუშოთ და დავამატოთ სუპს. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ. ამასობაში მოვხალოთ ნიგოზი, დავაქუცმაცოთ და სუპს დავამატოთ. ქინძი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ და კერძში ჩავყაროთ. თავზე დავაფაროთ, ცეცხლიდან გადმოვდგათ და 20-25 წთ დავაყოვნოთ.

გემრიელად მიირთვით! 

მეტის ნახვა