ბარდის წვნიანი - ძალიან სასარგებლო კერძი პატარებისთვის

ბარდის წვნიანი

ბარდა ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც. წვნიანის მოსამზადებლად უნდა იყიდოთ ასაწონი და არა დაკონსერვებული ბარდა. მომზადებამდე კარგად უნდა გაირეცხოს და ნახევარი საათით მაინც ჩაალბოთ წყალში, უკეთ მოიხარშება.

ინგრედიენტები:

  • მარილი
  • ქინძი
  • პიტნა
  • ზეთი
  • კარტოფილი
  • ხახვი
  • ნედლი ბარდა

მომზადების წესი:

ბარდა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ.

ხახვი წვრილად, კარტოფილი კი კუბებად დავჭრათ. ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ კარტოფილი და გადაწურული ბარდა, განვაგრძოთ შუშვა, თან ვურიოთ. შემდეგ დავასხათ ადუღებამდე მისული წყალი, ქვაბს თავზე დავახუროთ და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ ბარდის სრულ მომზადებამდე.

წვნიანი გადავიტანოთ ბლენდერში ან ხელის ბლენდერით ქვაბშივე ავთქვიფოთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი, ბლანტი კრემ-სუპი. თუ კერძი ძალიან სქელია, შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული წყალი და გავათხელოთ. ბოლოს დავუმატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და პიტნა.

მეტის ნახვა