ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს - გარდაცვლილი ბიზნესმენი, ლევან კაჭარავაა

ლევან კაჭარავა

ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაგებში მოხდა. მოკლული ბიზნესმენი ლევან კაჭარავაა. მას 20-მდე ტყვია ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელია. მის სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია "მულტიპლექსს", რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნესს ფლობს.

ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მეტის ნახვა