თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

ბრალდებულმა, მისივე მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გაწერა მომსახურების მიწოდების ამსახველი 72 ერთეული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას, დამატებული ღირებულების გადასახადში  უსაფუძვლოდ წარმოეშვა 318 ათას 26 ლარის ოდენობის ზედმეტობა, რომელიც  ბრალდებულმა,  ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენა. გამოძიება გრძელდება.

დანაშული, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა