ახალი ამბები • 1713892399
სისხლიანი გარჩევა ხელვაჩაურში - ძმამ ძმა მოკლა
კრიმინალი
1685690034
სისხლიანი გარჩევა ხელვაჩაურში მკვლელობით დასრულდა - TV25.GE-ის ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფელ კიბეში მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.
სოფელ კიბეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ნოდარ იაკობაძის თქმით, შემთხვევის მოტივი ოჯახური კონფლიქტი გახდა. გარდაცვლილია 35 წლამდე ასაკის კაცი.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული განზრახ მკვლელობის მუხლით, უკვე დაკავებულია. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა
1711347478
ქმარმა ცოლი დაჭრა
1711015419
კაცმა თანასოფლელს ყური მოაჭრა
1710332573
მეტის ნახვა