სისხლიანი გარჩევა დაბადების დღეზე - მოკლულია 20 წლის მირიან კუკავა

მირიან კუკავა

20 წლის მირიან კუკავა ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად იყო გასული. ახალგაზრდები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სწორედ დაბადების დღის სუფრაზე მოხდა დაპირისპირება, რამაც, საბოლოოდ, სტუდენტის სიცოცხლე შეიწირა. იგი ცივი იარაღით მოკლეს.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ვინ არის დამნაშავე, ჯერჯერობით, უცნობია.

არასრულწლოვნები, ამ წუთებში, მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და პასუხს სცემენ კითხვებს, თუ რას მოჰყვა დაპირისპირება.

შემთხვევის ადგილზე, ცხვარიჭამიაში,  დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები.

მკვლელობა გვიან ღამით მოხდა და სავარაუდოდ, ფაქტს ჰყავდა თვითმხილველები, რომლებიც მომხდარს უშუალოდ ჩხუბის დაწყების შემდეგ შეესწრნენ. იკვეთება გარემოება, რომ 20 წლის მირიან კუკავა ადგილზე არ გარდაცვლილა.

მოკლულის ახლობლებს სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა