ახალი ამბები • 1769693544
სისხლიანი გარჩევა ბათუმში - ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს
კრიმინალი
1649161077
სისხლიანი გარჩევა ბათუმში. ბარი „კომუნა“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ადგილზე მცხოვრებლები ამბობენ, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, გამთენიისას მოხდა.
ობიექტის სტუმრები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბარის ეზოში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაც იყო მისული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე 1 პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
მეტის ნახვა






















