სისხლიან გარჩევას 1 ადამიანი ემსხვერპლა - დაჭრილია კიდევ 1 პირი

პოლიციის ლენტი

სისხლიან გარჩევას 1 ადამიანი ემსხვერპლა - დაჭრილია კიდევ 1 პირი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ხარაგაულში მოხდა.

არსებული ინფორმაციით,  2 ადამიანი ქუჩაში დაჭრეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, 50  წლამდე ასაკის კაცი მანქანაში ჩაჯდა და ადგილიდან წასვლას ცდილობდა. ის ავტომობილში დაიღუპა.

დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვინ ისროლა, ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივთა თქმით, ჯერ არავინ დაუკავებიათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მეტის ნახვა