ქუთაისში უკრაინელები გაქურდეს - წაღებულია 4 500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები

პოლიცია

ქუთაისში უკრაინელები გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლიდან დევნილების დროებითი საცხოვრებელი სახლი იმ დროს გაქურდეს, როდესაც დედას შვილი სკოლაში ჰყავდა წაყვანილი. 

ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა კარი გატეხეს და სახლში ამ გზით შეაღწიეს. წაღებულია 4 500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები. 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდაცველები, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტის ნახვა