ახალი ამბები • 1651678154
ქალმა ყოფილ ქმარს ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი ავტომობილი ქვებით დაუზიანა
კრიმინალი
1650436180
ყოფილმა ცოლმა ქმარს ბენზინი გადაასხა. შემთხვევა გუშინ, რუსთავში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა XII მიკრორაიონში ბენზინი შეიძინა, ყოფილ ქმარს შეხვედრა დაუნიშნა, ადგილზე მისულს კი მცირე კამათის შემდეგ, ბენზინი გადაასხა.
იმ დროს, როდესაც ქალი სანთებელის ანთებას ცდილობდა, კაცმა გაქცევა მოახერხა. შემდეგ, ქალმა, ყოფილი ქმრის მსუბუქი ავტომობილი ქვებით დააზიანა.
კაცმა 112-ში დარეკა, მისამართზე მისულმა სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ 157-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.
წყარო: ინფო რუსთავი
თელ ავივი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორ...
1651582689
უმაღლეს საბჭოში აჭარის 2022 წლის რესპუბლი...
1651576220
ბათუმის პორტში რუსული ტანკერი დგას
1651575666
ენმ-ს ოფისი გატეხეს და გაქურდეს
1650535120
მეტის ნახვა

















