ოჯახს 20 000 ლარი მოპარეს, რომელიც სესხის სახით ბანკიდან გამოიტანეს

პოლიცია

ქურდობა მარტვილში. სოფელ სერგიეთში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს.

არსებული ინფორმაციით, თანხა ოჯახმა სესხის სახით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა, თუმცა პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა