ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოჰპარეს - გაქურდეს ფეხბურთელის სახლიც

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში მანქანა მოჰპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ნეაპოლის ქართველ ფეხბურთელს Mini Countryman-ის მოდელის მანქანა მისი სახლიდან მოჰპარეს, რომელიც ნეაპოლთან ახლოს კუმეში მდებარეობს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ მომენტში კვარაცხელია სახლში იმყოფებოდა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა.

გამოძიებისთვის ჯერ დაუდგენელმა პირებმა კვარაცხელიას კუთვნილი სახლიც გაქურდეს.

ქართველმა ფეხბურთელმა უკვე შეიტანა განცხადება პოლიციის განყოფილებაში და დაესწრო დღევანდელ რეგულარულ ვარჯიშს გუნდთან ერთად.

მეტის ნახვა