მერიის მაღალჩინოსანი იარაღით მემუქრება - ბიზნესმენი

შეირაღებული თავდასხმა აჭარაში. ბიზნესმენ, მერაბ ფარტენაძეს აეროპორტის დასახლებაში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე თავს დაესხნენ.

ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე, ბიზნესმენისგან იარაღის მუქარით იმის გარკვევას ცდილობდა, რატომ აპროტესტებდა ფარტენაძე მასზე დარიცხულ ჯარიმებს.

დაზარალებულის განმარტებით, დაპირისპირება ცეცხლაძესთან 2 წლის წინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა, მას, კუთვნილი ფართის, საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად გადაცემა მოსთხოვა, პასუხად კი უარი მიიღო.

ბიზნესმენის თქმით, ამის შემდგომ მისი კუთვნილი სავაჭრო ობიექტების დაჯარიმება დაიწყო, რის გამოც  სასამართლოს მიმართა. საბოლოოდ, ჯარიმები ანულირებულად სცნეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია.

მეტის ნახვა