"კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო" - ოზურგეთში, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

პოლიციის ლენტი

მკვლელობა ოზურგეთში. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

მეზობლების თქმით, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის იარაღი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე ჩაბარდა.

ინფორმაციას "გურია TV" ავრცელებს.

მეტის ნახვა