დედა-შვილი, რომელიც ჭარნალში, ქმარმა მოკლა - საზარელი შემთხვევა ხელვაჩაურში

დედა და შვილი

საზარელი შემთხვევა ხელვაჩაურში. სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

TV25.GEის ინფორმაციით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მოკლულია 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა და ცოლი, 43 წლის ქალი.

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ადგილობრივების ცნობით, ოჯახის ერთმა წევრებმა (შვილმა და კაცის დედამ) თავს გაქცევით უშველეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. 

მეტის ნახვა