ბათუმში, არასწორი პარკირების გამო, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - დაკავებულია 1 პირი

დაჭრა

ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 29 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში, გორგასლის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს შორის ურთიერთდაპირისპირება არასწორ პარკირებას მოჰყვა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის ცნობით, დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე 1 პირი დააკავა. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტის ნახვა