ახალი ამბები • 1686038133
ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სავარაუდოდ, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს
კრიმინალი
1679991624

ფოტო: თეო ფუტკარაძე
ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სავარაუდოდ, “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს. ფაქტი, გუშინ, არასამუშაო საათებში მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი სასამართლოს თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე ჩააქრეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც სასამართლოს ესროლა, ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებული არაა. სამართალდამცავებმა გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა