"ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს" - გვიან ღამით, 47 წლის კაცი დაჭრეს

პოლიცია

გუშინ, გვიან ღამით, 47 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მოქალაქეს ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტის ნახვა