ახალი ამბები • 1652779581
აშშ-დან მანქანები ჩამოჰყავდათ და განბაჟების გარეშე ნაწილებად ახდენდნენ რეალიზებას
კრიმინალი
1640859162
დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 9 პირი მისცეს. გამოძიებით დგინდება, რომ 2017 - 2021 წლებში, სხვადასხვა პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ იქნა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. რომლებიც, განბაჟების გარეშე დაშალეს, ნაწილებად გაიყიდა.
აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს, დაახლოებით, 280 ათასი ლარის ზიანი მიადგა. აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება. სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეზღვაურთა საწვრთნელ და სერტიფიცირების ცე...
1652707445

ენმ-ს ოფისი გატეხეს და გაქურდეს
1650535120
მეტის ნახვა