ახალი ამბები • 1686038133
არასრულწლოვან გოგოზე მამის მეგობარმა სექსუალურად იძალადა
კრიმინალი
1680093970

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს. შემთხვევა შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებული მოზარდის მამის მეგობარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა