თრედსი - არჩევანი, რომელიც გხდის განსხვავებულს

თითქმის ერთი თვეა ბათუმს ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდის მორიგი ფილიალი შეემატა. სუპერმარკეტების ქსელმა „ვილმარტმა“ სრულიად ახალი, თანამედროვე სტილის, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი გახსნა. აღმაშენებლის 22 ნომერში არსებული შენობის მესამე სართულზე განთავსებულია ტანსაცმლის მაღაზია „თრედსი“, სადაც, ნებისმიერი მომხმარებელი მისაღებ ფასად, მოდურ და ხარისხიან სამოსს შეიძენს.

„თრედსი“ - ასე ჰქვია ბათუმში, აღმაშენებლის 22 ნომერში გახსნილ ახალ სივრცეს, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს ქალის, კაცისა და ბავშვის ტანსაცმლის ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზია შოპინგის მსურველებს საშუალებას აძლევს ხარისხიანი და რაც მთავარია, გემოვნებიანი სამოსი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.

ტანსაცმლის ახალ სივრცეში წარმოდგენილი კოლექციები მუდმივად განახლებადია. აქ, დიზაინთან ერთად, მრავალფეროვანი აჩევანის გაკეთებას შეძლებთ ზომების თვალსაზრისითაც. „თრედსი“ მომდევნო დღეებში, მომხმარებლებს ფასდაკლების კვირეულს სთავაზობს.

თუ გსურთ თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტანსაცმელი მისაღებ ფასად შეიძინოთ, აუცილებლად „თრედსის“ სტუმარი და შემდგომში უკვე მისი მომხმარებელი უნდა გახდეთ. სივრცეში საუკეთესო გარემო და გამოცდილი პერსონალის მაღალი დონის მომსახურება დაგხვდებათ. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ეწვიოთ მაღაზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდსაც, სადაც ფართო არჩევანის დათვალიერებას შეძლებთ.

მეტის ნახვა