"ტოიოტა ცენტრი ბათუმმა" მომხმარებლებს ახალი Corolla Cross და MC Corolla წარუდგინა

Corolla Cross და MC Corolla - „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებლებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას SUV ვერსიის განახლებული მოდელები წარუდგინა. პრეზენტაციის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახალი ავტომობილების შესაძლებლობებს გასცნობოდნენ.

სედანის ვიზუალის მქონე ავტომობილების ექსტერიერში სიახლე რადიატორის ახალი ცხაურა, შთამბეჭდავი დისკები და ახალი ფერებია, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ლურჯში გარდამავალი მწვანე შეფერილობაა.

იაპონური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უსაფრთხოებაა. შესაბამისად, Toyota Safety Sense სისტემა ახალ მოდელებშიცაა ინტეგრირებული და იგი მართვასა და პარკირებას ამარტივებს. Corolla ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ბრენდი 1966 წლიდან იწარმოება და დღემდე 12 თაობაა გამოსული. ამ პერიოდში, ჯამში, 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

ახალი მოდელების წარდგენის შემდეგ სტუმრებისთვის გათამაშება გაიმართა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისადაა შექმნილი. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული.

მეტის ნახვა