ახალი ამბები • 1726854923
საუკეთესო ბრენდები ბიუჯეტურ ფასად ელექტრო ტექნიკაში
თუკი ელექტრო ტექნიკის ხშირი მომხმარებელი ხართ და თვალს ადევნებთ ინფორმაციას ტექნოლოგიურ ბაზარზე სიახლეების შესახებ, მაშინ დიდი ალბათობით, გეცოდინებათ ყველა იმ პოპულარული ბრენდისა და მოდელის შესახებ, რომელიც ახლა ქართულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
ამდენ შესაძლებლობასა და ვარიანტს შორის ყველაზე ფუნქციონალური მოდელის არჩევა ნამდვილად დამაბნეველი და რთულია, მით უმეტეს, შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში.
ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, თანამედროვე ადამიანი შეეგუა ტექნიკის მოკლევადიანი პერსპექტივით მოხმარებას, რადგან ხშირად ძვირად ღირებული ტექნიკა მარტივად ფუჭდება, ხოლო ახლის საყიდლად კი ყოველთვის არ გვემეტება დიდი თანხა. სწორედ ამიტომ, ძვირი მაინცდამაინც არ ნიშნავს კარგს ან საუკეთესოს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბაზარზე ბიუჯეტური და ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ბრენდებიც არსებობენ.
ამ სტატიაში იხილავთ ელექტრონული ტექნიკის ბიუჯეტურ ბრენდებს, რომელთა შეძენასაც არ ინანებთ და დიდხანს გემსახურებიან.
ელექტრო ტექნიკის ტიპები
ელექტრონული ტექნიკის რამდენიმე ტიპი არსებობს. პირველს ყოველდღიურობაში ვიყენებთ და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ასეთებია: ჩაიდანი, ყავის მადუღარა, ელექტრო გაზქურა, უთო, თმის საშრობი, ტოსტერი და სხვა.
მეორე ტიპის ელექტრონული ტექნიკა კი უფრო ნაკლებად გვჭირდება ყოველდღიურობაში. მაგალითად, მულტიფუნქციური საცხობი ქვაბი, ხილის საშრობი, ჩოფერი თუ სხვა.
მესამე კი უკვე შედარებით მძიმე და მოცულობითი ტექინკაა - მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხის მანქანა, სარეცხის საშრობი.
ელექტრონული ტექნიკის ბაზარზე უამრავი ბრენდია, ზოგი კარგია, ზოგი კი – ნაკლებად, თუმცა, როცა საქმე ეხება ხარისხიან ტექნიკას ხელმისაწვდომი ფასით, არსებობს რამდენიმე ბრენდი, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ:
ბრაუნი
ბრაუნი სწორედ ის ბრენდია, რომელიც წლებია მომხმარებელთა სახლებში საპატიო ადგილს იკავებს. სწორედ იმიტომ, რომ ფასის თანაფარდობასთან ერთად საკმაოდ მაღალი ხარისხითა და გარანტიით გამოირჩევა.
1. წვერსაპარსი - ამ პროდუქტთან მიმართებით მიდგომები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ღირს თუ არა ძვირის გადახდა წვერსაპარსში, რომელსაც მამაკაცები თითქმის ყოველდღიურად იყენებენ? რა თქმა უნდა, ასპარეზზე არაერთი ბრენდია წარმოდგენილი, თუმცა, პირველობას არ კარგავს გერმანული ბრენდი ბრაუნი. გაყიდვების მაჩვენებლით, მამაკაცების თავის მოვლის რუტინაში ერთ-ერთი მოწინავეა.
პროფესიონალური წვერსაპარსების ნუსხაში, 6 თავაკისა და დამტენისაგან შემდგარი ეს პროდუქტი არამხოლოდ წვერის მოვლას, არამედ, თმის საკრეჭ ფუნქციასაც ითავსებს. მეტი კომფორტისათვის კი, პატარა ჩანთა და საწმენდი საშუალებაც კი მოყვება. ასეთი მოსახერხებელი საპარსი ნამდვილად დიდხანს და ერთგულად გემსახურებათ.
2. თმის დეპილატორი - ფასთან თანაფარდობაში თუ შევხედავთ ამ პროდუქტს, მისი მოხმარება ხანგრძლივ ვადაში ადასტურებს მის ხარისხს. უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული პინცეტები, მასაჟორი და სპეციალური თავაკი უსაფრთხო ეპილაციისათვის კიდევ უფრო დიდ კომფორტს სთავაზობს ქალბატონებს, რომელზედაც უარის თქმა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. როგორც წესი, ეს პროდუქტი ყველაზე დიდხანს ძლებს ხოლმე დიასახლისების თავის მოვლის რუტინაში, სწორედ საუკეთესო ხარისხის გამო.
სოკანი
1. თმის უთო - წლებია მანდილოსნებისათვის მოწინავე ადგილს ელექტრო ტექნიკაში სოკანის თმის უთო იკავებს. ბევრმა არ იცის, რომ თმის ეს უთო მხოლოდ ჩამოსასწორებელ კი არა, თმის დახვევის ფუნქციასაც ითავსებს. გარდა ამისა, სოკანს აქვს ტრანსფორმატორი უთოებიც, რომლებსაც მოყვება რამდენიმე თავაკი და სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ დაიხვიოთ, ან ჩამოისწოროთ თმა.
2. თმის სტაილერი - თუკი არ გსურთ თმის უთოსა და საშრობის შეძენა და თქვენი მიზანია თმის მსუბუქად გაშრობა და ფორმის მიცემა, მაშინ, სოკანის თმის სტაილერი ორი ერთშია. იგი ეფექტურად გააშრობს ნამიან თმას და სასურველ სტილზე შეძლებთ თმის მოცულობის შეცვლას რამდენიმე წუთში.
მიდეა
1. მაცივარი - მიდეას ერთკამერიანი და ორკამერიანი მაცივრების ასორტიმენტში თავადაც შეძლებთ, რომ სასურველი მოცულობის ნახევრად მშრალი მაცივარი შეიძინოთ. არჩევანში აქვთ როგორც მინიატურული და პატარა ზომის სამგზავრო მაცივრები, ისე დიდი, ორკამერიანი გამაგრილებელი დანადგარები, რომელშიც შეძლებთ, რომ დიდი რაოდენობით საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეინახოთ. სურვილის შემთხვევაში, ჩასაშენებელ ტექნიკასაც გთავაზობთ მიდეა.
2. სარეცხის მანქანა - ყველაზე რთული შესარჩევი, ალბათ, სარეცხის მანქანაა. ეს ის ტექნიკაა, რომელშიც თანხა არ უნდა დაზოგოთ, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიდეას ასორტიმენტში ბიუჯეტურ ფასად მაღალხარისხიანი სარეცხის მანქანასაც იხილავთ. მათი სარეცხის მანქანების მაქსიმალური ჩატვირთვა 6-დან 10-კილოგრამამდე სარეცხს იტევს, ბრუნვები კი წუთში 1200-1400-მდე ადის, რაც საკმაოდ მაღალი ხარისხის სარეცხის მანქანებში გვხვდება მხოლოდ.
TCL
1. ტელევიზორი და მონიტორები - TCL-ის ბრენდი ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული გახდა SMART ტელევიზორების მრავალსახეობის გამო. მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია ხარისხიანია და თან ხელმისაწვდომ ფასადაც შეგიძლიათ შეძენა. ეს ბრენდი გამოირჩევა ტელევიზორებში ჩაშენებული ROKU-ს ფუნქციით, რომელიც გაკავშირებთ სტრიმინგ სერვსებზე დამატებითი ხარჯებისა და პროდუქების გარეშე.
2. კონდიციონერი - თანამედროვე სტილის კონდიციონერების ფართო არჩევანს გვთავაზობს ეს კონკრეტული ბრენდი. გარდა იმისა, რომ დაბალ ფასად მაღალხარისხიან და ორკამერიან ჰაერის გამაგრილებელს აწარმოებენ, ამასთანავე, ნებისმიერი სიგრძის, ზომის, ფორმისა და სიძლიერის პროდუქცია აქვთ. მთავარია, იცოდეთ, დასაკიდი კონდიციონერი გსურთ, თუ დასადგამი.
შეჯამება
სახლისათვის ხარისხიანი ელექტრონული ტექნიკის შერჩევა რთული და ხარჯიანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მაღალი მოთხოვნები გაქვთ. იმედია, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ, სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და თქვენთვის საჭირო ნივთების ბიუჯეტურ და ხელმისაწვდომ ფასად შეძენაში.
1726076663