სად ვიმოგზაუროთ ყველაზე იაფად?

მოგზაურობა

გსურთ იმოგზაუროთ ხელმისაწვდომ ფასად? მოგზაურობა მშვენიერია, მაგრამ კიდევ უკეთესია, თუ ის ზედმეტ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. მსოფლიოში უამრავი ადგილია, სადაც შეძლებთ გაემგზავროთ  და მათ პოვნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. ყოველთვის არის ადგილები, რომელთა მონახულებაც შესაძლებელია ბიუჯეტურ ფასად - ქვეყნებიც კი, რომლებსაც ძვირად თვლით, საკმაოდ იაფია, თუ გაითვალისწინებთ გარკვეულ რჩევებს და ხრიკებს, რომლებსაც ამ სტატიაში გაეცნობით.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად:

  • შეიძინეთ ავიაბილეთები მოგზაურობამდე 1.5 - 2 თვით ადრე
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით
  • წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი
  • აირჩიეთ არასეზონური პერიოდი
  • ფრენისათვის შეარჩიეთ კვირის სამუშაო დღეები
  • შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები ერთდროულად

ეს ხრიკები დაგეხმარებათ დაჯავშნოთ იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და თქვენი მოგზაურობა იმაზე მეტად ბიუჯეტური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

რაც შეეხება იაფიან მიმართულებებს, არაერთი ქვეყანაა, სადაც შეგიძლიათ გაემგზავროთ:

1. კრაკოვი, პოლონეთი

კრაკოვი სიდიდით მეორე ქალაქია პოლონეთში და ერთ-ერთი ყველაზე იაფი მიმართულება ევროპაში. აქ იაფია როგორც საცხოვრებელი, ასევე კაფე-რესტორნები. სუპერმარკეტში პროდუქტები კი იმაზე იაფია, ვიდრე საქართველოში. ქალაქი დატვირთულია უამრავი სანახაობრივი ადგილებით, როგორიცაა მუზეუმები და გალერეები, სასახლეები, ტაძრები და ციხესიმაგრეები.

კრაკოვის მიმართულებით ავიარეისები საქართველოს სამივე აეროპორტიდან სრულდება. თუმცა ყველაზე იაფად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ით შეძლებთ გამგზავრებას.

2. ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბუდაპეშტი, უნგრეთის დედაქალაქი, კიდევ ერთი შესანიშნავი და ყველაზე იაფი მიმართულებაა ევროპაში. ქალაქში სანახავი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა უფასოა, ხოლო ფასიანი ადგილები კი - ხელმისაწვდომი. ეს ქალაქი ცნობილია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გემრიელი სამზარეულოთი. ქუჩის საკვები ფულის დაზოგვის კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა.

ბუდაპეშტში მოხვედრა, შესაძლებელია როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ისე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან. თბილისიდან ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიაები: Lot, Turkish Airlines, pegasus Airlines, Air France. თუმცა ქუთაისიდან შედარებით იაფად შეგიძლიათ გაემგზავროთ ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის პირდაპირი რეისით.

3. სოფია, ბულგარეთი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მიმართულება ევროპაში. ბულგარეთის დედაქალაქი 2000 წელზე მეტის ითვლის. ის მდიდარია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ასევე გამოირჩევა ტრადიციული კერძებით, საკმაოდ იაფიანი ბარებითა და კლუბებით.

სოფიას მიმართულებით ფრენები ხორციელდება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე დაბალ ფასს, ქუთაისის აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air გვთავაზობს. რაც შეეხება თბილისიდან გამგზავრებას, ყველაზე უფრო მომგებიანი აქციებით ავიაკომპანია SkyUp Airlines გამოირჩევა. თუ ბათუმიდან გსურთ გამგზავრება - YAN AIR Georgia-ის კომფორტული თვითმფრინავებით შეგიძლიათ გაემგზავროთ ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში.

4. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

ამ ულამაზეს ქალაქს ბევრი რამის  შემოთავაზება შეუძლია მოგზაურთათვის ბიუჯეტურ ფასად. პრაღა არის ხმაურიანი, ფუსფუსა, ფერადი, კულტურულად მდიდარი და იაფი  ქალაქია ცენტრალური ევროპის ცენტრში. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იაფი და სახალისოა ეს ქალაქი, ითვლება რომ ერთ-ერთ საუკეთესო ადგილია სტუდენტებისთვის ევროპაში სამოგზაუროდ.

ავიაბილეთები პრაღის მიმართულებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. ყველაზე დაბალფასიან ავიაბილეთებს ავიაკომპანია Wizz Air-ი გვთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანიების საკმაოდ ფართო არჩევანია, რომლებიც ტრანზიტულ ფრენებს გვთავაზობენ. საუკეთესო ფასებით გამოირჩევა  Pegasus Airlines-ი და AirBaltic-ი. ბათუმის აეროპორტიდან კი - ავიაკომპანია Turkish Airlines-ი.

5. პორტო, პორტუგალია

პორტო არის პოპულარული სანაპირო ქალაქი პორტუგალიაში და ალბათ ყველაზე იაფი ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. ის უდავოდ არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ენერგიული ქალაქი, რომელსაც უნდა ეწვიოთ. ის გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, ღვინით და ენერგიული ღამის ცხოვრებით. ქალაქის მრავალი საუკეთესო ღირსშესანიშნაობა უფასოა.

პორტოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ სრულდება, თუმცა თბილისიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ტრანზიტული ფრენებით, სადაც გადაჯდომა ხდება თურქეთში, ან Lufthansa მოგახვედრებთ მიუნხენში გადაჯდომით პორტოს აეროპორტში.

ჩამონათვალში შეიძლება შევიყვანოთ სხვა ქალაქებიც, როგორიცაა: ბრატისლავა, ზაგრები, ათენი, სალონიკი, ბუქარესტი, რიგა, ტალინი და სხვ.

იმისათვის, რომ შეძლოთ მოიძიოთ ავიაბილეთები ხელსაყრელ ფასად მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, გამოიყენეთ ისეთი საძიებო სისტემა, რომელიც სრულიად თქვენს მოთხოვნებზე იქნება მორგებული. სწორედ ასეთია avia-biletebi.ge -ის საძიებო სისტემა, სადაც ავიაბილეთების შერჩევის პროცესი საკმაოდ მარტივი და კომფორტულია.

თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია  აეროპორტების, ავიაკომპანიების, ფასებისა და სააგენტოების მიხედვით. ააწყოთ მარშრუტები და მიიღოთ სხვა სერვისები, რომლებიც მოგზაურობისთვის გჭირდებათ.

მეტის ნახვა