სად ვიმოგზაუროთ შემოდგომაზე?

პარიზი

ჩვეულებრივ, ზაფხული ყველაზე პოპულარული სეზონია სამოგზაუროდ. ამიტომ ამ პერიოდისათვის თითქმის ყველა ცნობილი ადგილი, ფაქტობრივად, გადაჭედილია ტურისტებით.

თუ ცოტა ხნით გადადებთ მოგზაურობას და ზაფხულის ნაცვლად შემოდგომით ეწვევით ევროპას, თქვენ ისარგებლებთ საუკეთესო სასტუმროებით საუკეთესო ფასად, მშვიდი ქუჩებით, ნაკლები ტურისტითა და რიგებით თქვენთვის სასურველ სანახაობებთან, მეტი ადგილით რესტორნებში, ნაკლები ხალხით თქვენს ფოტოებზე. მოკლედ, შემოდგომა, რა თქმა უნდა, წლის საუკეთესო დროა ევროპის აღმოსაჩენად.

ბევრი ქალაქია, რომელთა ხიბლი სრულად მხოლოდ შემოდგომაზე შეგიძლიათ რომ შეიგრძნოთ.

1. პრაღა, ჩეხეთი

ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი. შემოდგომაზე ყველაზე კარგად იგრძნობთ ამ უძველესი ქალაქის ატმოსფეროს. ოქტომბრის გრილ დღეს, შეგიძლიათ მიირთვათ ფინჯანი ყავა მყუდრო კაფეში, გაისეირნოთ დედაქალაქის ქუჩებში და დატკბეთ რომაული ეკლესიებითა და გოთური ტაძრებით, ციხესიმაგრეებით, ბაროკოს სტილის ბაღებით და უნიკალური კუბისტური შენობებით.

Aviabiletebi პრაღის მიმართულებით შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს სამივე აეროპორტიდან. ყველაზე დაბალფასიან ავიაბილეთებს კი ავიაკომპანია Wizz Air-ი გვთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თბილისის აეროპორტიდან მფრინავი ავიაკომპანიებიდან, საუკეთესო ფასებით გამოირჩევა Pegasus Airlines-ი და AirBaltic-ი, რომლებიც ტრანზიტულ ფრენებს გვთავაზობენ. ბათუმის აეროპორტიდან კი შეგიძლიათ Turkish Airlines-ის მომსახურებით ისარგებლოთ.

2. პარიზი, საფრანგეთი

რა თქმა უნდა, შეუძლებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის "დაიგნორება". ეს ქალაქი მრავალი ადამიანის ოცნებაა. თუმცა, არც ისე ბევრი ტურისტი მოდის აქ შემოდგომაზე. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მშვიდად გაისეირნოთ პარიზის ოქროსფერი ფოთლებით მოფენილ, მომხიბვლელ ქუჩებში. დატკბეთ ახალი კრუასანისა და დილის ყავის არომატით და მოინახულოთ უამრავი ლამაზი ღირსშესანიშნაობა.

პარიზის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. რეისებს ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია Wizz Air -ი გვთავაზობს. ხოლო თბილისიდან თქვენ შეგიძლიათ Lufthansa-ს, Air France-ის, Georgian Airways-ის ან Pegasus airline-ის მეშვეობით გაემგზავროთ.

3. ბუდაპეშტი, უნგრეთი

შემოდგომა იდეალური დროა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, რადგან ზაფხული აქ შეიძლება მცხუნვარე იყოს. ამ პერიოდში ეს უძველესი ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი და დიდებულია. ბუდაპეშტი ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით, მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი პარლამენტის შენობით და 500-ზე მეტი ცხელი თერმული წყაროებით. შესანიშნავი დროა ეწვიოთ სეჩელის აბაზანას - ყველაზე დიდ აბანო კომპლექსს ევროპაში, სადაც შეგიძლიათ ბანაობა თბილ ღია აუზებში. ასევე, ბუდაპეშტში შემოდგომა კარნავალებისა და ფესტივალების დროა.

ბუდაპეშტში მოხვედრა, შესაძლებელია როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თბილისიდან ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები: Lot, Turkish Airlines, pegasus Airlines და Air France. თუმცა ქუთაისიდან, Wizz Air-ის პირდაპირი რეისით, შეგიძლიათ იაფად  გაემგზავროთ ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში.

4. ჰალშტატი, ავსტრია

ეს პატარა მომხიბლავი ავსტრიული ქალაქი ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, რომლის შესახებაც ბევრმა ტურისტმა არ იცის. იგი მდებარეობს ალპებით გარშემორტყმული პატარა ტბის დასავლეთ ნაპირზე. ქალაქი განთქმულია თავისი ლამაზი პატარა სახლებით, ვიწრო ქუჩებით, რამდენიმე პატარა ძველი ეკლესიით და ფანტასტიკური ბუნებრივი პეიზაჟებით. ჰალშტატი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და სასიამოვნო დროის გასატარებლად ოჯახთან და ბავშვებთან ერთად.

ჰალშტატში მოსახვედრად საჭიროა ჩაფრინდეთ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, საიდანაც შემდგომ შეძლებთ გაემგზავროთ  ამ ულამაზეს და მყუდრო ქალაქში. ვენის მიმართულებით გაფრენა შეგიძლიათ როგორც ქუთაისის, ასევე თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს. ხოლო თბილისიდან Air Baltic-ის მომსახურება იქნება ყველაზე მოსახერხებელი.

5. ამსტერდამი, ნიდერლანდები

შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური დროა ამსტერდამის მოსანახულებლად. ის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა არხების გასწვრივ ხეები შემოდგომის თბილ ფერებს ატარებენ. ეს ქალაქი, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით მოგზაური სტუმრობს, წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით მშვიდია.

ქალაქში, რომელსაც „ჩრდილოეთის ვენეციას“ უწოდებენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეისით მოხვდებით. რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებს. მაგრამ თუ თქვენი პრიორიტეტი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობაა,  შეგიძლიათ შეიძინოთ ამსტერდამის ავიაბილეთები ტრანზიტულ რეისებზე, რომლებსაც ასრულებენ Pegasus Airlines-ი და AirBaltic-ი.

იმისათვის, რომ ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით იაფად მოიძიოთ, გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია ყველა მოქმედი ავიაკომპანიის რეისების შესახებ. ეს საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ თქვენი დასვენება სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად. სწორედ ასეთია Aviabiletebi.online -ის საძიებო სისტემა, რომელიც გეხმარებათ აღმოაჩინოთ თქვენთვის შესაფერისი ფრენები და ამოირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.

მეტის ნახვა