რა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ტიპის სარემონტო მასალის შერჩევის დროს?

რემონტი

ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც დასჭირვებია ან მომავალში მაინც დასჭირდება სარემონტო პროცესის მონაწილე იყოს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ამ მოვლენას მომზადებული დახვდეთ.

სარემონტო თუ სამშენებლო პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სამშენებლო მასალაა. სწორად შერჩეული მასალა ერთი ნაბიჯით დაგაახლოებთ სასურველ მიზანთან და პროექტის წარმატებას განაპირობებს, მაშინ, როცა არასწორმა მასალამ თქვენი შრომა შეიძლება წყალში გადაყაროს.

დღევანდელ ბლოგში წაიკითხავთ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც სამშენებლო მასალების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ.

განსაზღვრეთ სარემონტო პროექტის ტიპი სანამ მასალის შერჩევას დაიწყებდეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგათ, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული პროექტის წარმატებაზე.

უპირველესად, განსაზღვრეთ, რა ტიპის სარემონტო სამუშაოების ჩატარება გჭირდებათ. ამის გასარკვევად თქვენს თავს რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვათ:

  • სარემონტო პროცესში სანიტარიული და ელექტრო სამუშაოების ჩატარება დამჭირდება?
  • ერთსა და იმავე მასალას მრავალჯერ გამოვიყენებ?
  • სარემონტო პროცესი შეღებვას მოიცავს?
  • იატაკის გამოცვლა მჭირდება?
  • ჭერი შესაცვლელია თუ შესაკეთებელი?

ჩათვალეთ, რომ თუ ამ კითხვებს დაფიქრებულად უპასუხებთ, რემონტის დიდი ნაწილი უკვე გავლილი გექნებათ. ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ დაგეგმვის პროცესი დიდწილად განაპირობებს პროექტის წარმატებას. ამის გამო, საკმარის ყურადღებას არ უთმობენ და ფიქრობენ, რომ პროცესის პარალელურად შეძლებენ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას. სწორედ ამ დროს ჩნდება უსიამოვნო სიურპრიზები, რომლებიც საქმეს არ გაგირთულდებათ, თუ თავიდანვე დეტალურად გაწერდით სამოქმედო გეგმას.

შეადგინეთ მასალების სია:

მას შემდეგ, რაც უკვე განსაზღვრული გექნებათ სარემონტო სამუშაოების ტიპი, შეგიძლიათ, მასალების სიის შედგენაზე გადახვიდეთ. ჩამოწერეთ, ამა თუ იმ სამუშაოსთვის კონკრეტულად რა მასალა რა რაოდენობით დაგჭირდებათ. იმის გარდაა, რომ ამ გზით პროექტი უფრო ორგანიზებული და მოწესრიგებული გახდება, ბიუჯეტის განსაზღვრასაც შეძლებთ. სიის შედგენის შემდეგ, მოიკვლიეთ მასალების ფასები. ეს ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ დაახლოებით რა რაოდენობის თანხის მოძიება დაგჭირდებათ.

შეაფასეთ სარემონტო მასალა ამ კრიტერიუმებით:

ფასი როგორც წესი, პირველი კრიტერიუმი, რითაც ადამიანები სარემონტო მასალას აფასებენ, ფასია. მართლაც, მასალის ფასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც სარემონტო პროცესისთვის მთლიან ბიუჯეტს განსაზღვრავთ, გეცოდინებათ, ფასის რა შუალედში უნდა მოიძიოთ ესა თუ ის პროდუქტი.

მასალების შეძენისას არც სარემონტო ხელსაწყოები დაივიწყოთ. ისეთი წვრილმანი ნივთების შეძენას, როგორიცაა ქანჩი, ლურსმნები და ა.შ, საკმაოდ იაფად შეძლებთ. პლუს ამას, მსგავსი პროდუქტის შეძენა ონლაინ მაღაზიებიდან გაცილებით კომფორტულია, ზოგიერთი ონლაინ მაღაზია კი ფიზიკურთან შედარებით მეტად ხელმისაწვდომ ფასებს შემოგთავაზებთ.

ხელმისაწვდომობა:

თუ ინტერნეტში უცხოურ საიტზე თქვენთვის სასურველი სარემონტო მასალა შეგხვდათ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი შეძენა აუცილებლად შეგიძლიათ საქართველოშიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სანამ რომელიმე მასალას აარჩევდეთ, დარწმუნდეთ, რომ ის თქვენთვის ხელმისაწვდომია, როგორც ფასის თვალსაზრისით, ისე ფიზიკურადაც.

ესთეტიკური ღირებულება:

ყველას უნდა, ლამაზ და ელეგანტურ სახლში ცხოვრობდეს. დიდი ალბათობით, არც თქვენ ხართ გამონაკლისი და რემონტის ერთ-ერთი მიზანიც საცხოვრებელი სახლის ესთეტიკური ტრანსფორმაციაა. თუკი ასეა, სარემონტო მასალების შერჩევისას ესთეტიკური მახასიათებლებითაც უნდა იხელმძღვანელოთ.

სანამ მასალის ფერსა და სტილს შეარჩევდეთ, დაფიქრდით, რა ფერებს იყენებთ ან გინდათ, რომ გამოიყენოთ ინტერიერში და რომელია მათგან დომინანტური. თუ, მაგალითად, ყურადღების ცენტრში სამზარეულოს კარადები გინდათ მოაქციოთ, ნეიტრალური ფერისა და დიზაინის ლამინატი ან მეტლახი შეარჩიეთ, რომელიც დეკორის დანარჩენ ნაწილს არ დათრგუნავს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინტერიერის რომელიმე ნაწილით უკმაყოფილო ხართ და გსურთ, მას ნაკლები ყურადღება მიეპყროს, მკვეთრი, გამორჩეული იატაკი ან შპალერი შეარჩიეთ.

გამძლეობა:

დაბოლოს, გამძლეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომლითაც მასალის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ. თუ წინასწარ იცით, რომ თქვენს სახლს დიდი დატვირთვის ატანა მოუწევს, მაშინ განსაკუთრებით გამძლე სამშენებლო თუ სარემონტო მასალები უნდა შეიძინოთ, რომლებიც თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, თუ სახლში ოთხფეხა მეგობრები ან ბავშვები გყავთ, კედლებსა და იატაკს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და გამძლეობა თქვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად დაისახეთ.

შეჯამება:

თუ სარემონტო მასალების შერჩევისას ზემოთჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს ზედმიწევნით გაითვალისწინებთ, პროცესს წინასწარ დაგეგმავთ და დაბრკოლებებს მომზადებული დახვდებით, თქვენი სარემონტო პროექტის წარმატება გარანტირებული გექნებათ.

მეტის ნახვა