მაგნიუმის გლიცინატის უპირატესობები - თქვენი მინი გზამკვლევი

მაგნიუმი

როდესაც ჯანმრთელობის ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, სულ რამდენიმე მინერალს შეიძლება მივანიჭოთ ისეთ მნიშვნელობა, როგორიც მაგნიუმს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის ფუნქციური გამართულობის სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის: კუნთების შეკუმშვაში, ნერვული სიგნალების გადაცემაში, იმუნური სისტემის მხარდაჭესა და ძველის მინერალურ სიმყარეში. მიუხედავად იმისა, რომ მაგნიუმი ბუნებრივად გვხვდება ბევრ საკვებში, ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს მისი ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

აღნიშნული მიკროელემენტი მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმსა და ენერგიის წარმოქმნაში, ხელს უწყობს კარდიოვასკულური სისტემის ჯანსაღ ფუნქციას, ჩართულია კოგნიტურ და ნეირომუსკულარულ პროცესებში, აუმჯობესებს კალციუმის მეტაბოლიზმს, ძვლის მინერალიზაციას და  B6, C და E ვიტამინების შეწოვის დონეს.

სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული  მაგნიუმის დანამატების, კერძოდ - მაგნიუმის გლიცინატის სახით მიღება. ამ მოკლე, თუმცა ეფექტურ გზამკვლევში ზემოთხსენებული ფორმის შესახებ გიყვებით:

რა არის მაგნიუმის გლიცინატი?

მაგნიუმის გლიცინატი, რომელსაც ხშირად მაგნიუმის ბისგლიცინატს უწოდებენ, არის მაგნიუმის ფორმა, რომელიც უკავშირდება ამინომჟავა გლიცინს. მაგნიუმის ეს უნიკალური ქელატური ფორმა აძლიერებს მის შეწოვას და ბიოშეღწევადობას ორგანიზმში.

უპირატესობები - აბსორბაციის მაღალი დონე 

მაგნიუმის გლიცინატის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი აბსორბაციის სიჩქარეა.  უკავშირდება გლიცინს, აადვილებს შეწოვას ნაწლავის კედლებში და ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტის შეგრძნებას.

„ნაზი“ მოქმედება

ალბათ გსმენიათ, რომ მაგნიუმის დანამატებმა, განსაკუთრებით ოქსიდისა და ციტრატის ფორმებმა, შესაძლოა რიგ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ფუნქციის ცვლილება და ფაღარათი გამოიწვიოს. მაგნიუმის გლიცინატის მოქმედების „ნაზი“ ხასიათი ამცირებს ამ პოტენციურ გვერდით მოვლენებს,  რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებისთვის.

ძილის  ხარისხის გაუმჯობესება

ცნობილია, რომ მაგნიუმს აქვს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი, კონკრეტულად მაგნიუმის გლიცინატის დამამშვიდებელი თვისებები ხელს უწყობს ნეიროტრანსმიტერების რეგულირებას, რაც ძილის გაუმჯობესებულ ხარისხში აისახება.

კუნთების და ნერვული ფუნქციების გაუმჯობესება

მიკროელემენტი გადამწყვეტ როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვისა და ნერვული სიგნალების გადაცემის პროცეში. სპორტსმენები და ფიზიკურად დატვირთული ცხოვრების წესის მქონე პირები ხშირად იღებენ მაგნიუმის გლიცინატს, რათა ხელი შეუწყონ კუნთების აღდგენას და შეამცირონ დაჭიმულობისა და სპაზმების რისკი. ასევე, მისი მიღებისას მცირდება შფოთვისა და ნერვული გაღიზიანებადობის ეპიზოდები.

ძვლების ჯანმრთელობა 

კალციუმთან და D ვიტამინთან ერთად, მაგნიუმი აუცილებელია ძლიერი ჩონჩხის შესანარჩუნებლად. მაგნიუმის გლიცინატი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძვლის მაღალი  მინერალიზაციის ხარისხს, რაც მას საერთო ჯანმრთელობის მნიშვნელოვან კომპონენტად აქცევს.

გულის ჯანმრთელობა

და ბოლოს, მაგნიუმი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, გულის რითმისა და არტერიული წნევის რეგულირების ხარჯზე. მაგნიუმის ადექვატურმა მიღებამ, მათ შორის მაგნიუმის გლიცინატის საშუალებით, შესაძლოა შეამციროს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი.

Pure - პიური მაგნიუმის გლიცინატი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ვეგანური კომპონენტებისგან. არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს.

პრეპარატის ფასი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:

მეტის ნახვა