LAMAR-ის ბრენდის პრეზენტაცია ზოდის ბათუმის ფილიალში

ზოდის ბათუმის ფილიალმა არქიტექტორებსა და დიზაინერებს უმასპინძლა. მიზეზი კომპანიაში მიმდინარე სიახლეები გახდა. გუნდმა სტუმრებს ახალი ბრენდი - LAMAR-ი წარუდგინდა. ფილიალში მყოფები თურქული წარმოების ფართო ფორმატიანი კერამიკული ფილების  შესაძლებლობებს ექსპერიმენტების სახით გაეცნენ.

კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობის მიზნით, ზოდის ბათუმის ფილიალმა არქიტექტორებსა და დიზაინერებს უმასპინძლა. გუნდმა სტუმრებს კიდევ ერთი ექსკლუზიური ბრენდი - LAMAR-ი გააცნო, რომელიც ზოდის შოურუმებში ახალი თაობის ზედაპირების კოლექციის სახითაა წარმოდგენილი. თურქული წარმოების ფართო ფორმატიანი კერამიკული ფილები სამზარეულოს, მაგიდის, ბარის, კიბის საფეხურების, აბაზანის ავეჯის, კედლის ან იატაკის მოსაპირკეთებლად გამოიყენება.

თურქული ბრენდის კოლექცია, ამჟამად, ექსკლუზიურად ზოდშია ხელმისაწვდომი. მისი დიზაინი ბუნებრივი მარმარილოს ფაქტურებს იმეორებს. LAMAR-ის ფართო ფორმატიანი პორსელანის ფილები უნივერსალური მახასიათებლებით გამოირჩევა. იგი არ ლაქავდება, არ იკაწრება, არ რეაგირებს ტემპერატურულ ცვლილებებზე, არ გამოყოფს მავნე აირებსა და აქროლად ნივთიერებებს, არ იცვლის ფერს და ყინვაგამძლეა. მისი გამოყენება რეკომენდებულია ინტერიერსა და ექსტერიერში.

LAMAR-ი იწარმოება იტალიური ინოვაციური ტექნოლოგიებით ბუნებრივი ნედლეულისგან, თიხისა და ბუნებრივი მინერალებისგან, ეკომეგობრული ფილა ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე იწვება.

„ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითად მიმართულებას ინტერიერის და ექსტერიერის კარების, ბუნებრივი ქვების, სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტსა და რეალიზაციას, 2019 წლიდან, ადგილობრივი წარმოებაც დაემატა. ზოდის მრავალფეროვან ასორტიმენტში უმაღლესი ხარისხის ქართული ქვების შეძენაა შესაძლებელი. კომპანიის საკუთრებაშია საამქროც, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები მზადდება.

მეტის ნახვა