იუსკის ბათუმის ფილიალი 5 წლისაა - სავაჭრო ცენტრში გრანდიოზული ფასდაკლებებია

სკანდინავიური ბრენდი იუსკი ბათუმის ფილიალის წარმატებით მოღვაწეობის 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, იუსკი მუდამ ცდილობს ერთგული მომხმარებლები გაახაროს. სწორედ ამიტომ, გლობალური სავაჭრო-საცალო ცენტრი ნებისმიერ მსურველს გრანდიოზულ შეთავაზებებს სთავაზობს.

სკანდინავიური ბრენდის საოჯახო საქონლის მაღაზია ბათუმში, 5 წლის წინ გაიხსნა. იუსკი გლობალური საცალო-სავაჭრო ცენტრია, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო ნივთებს, ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იუსკის ერთგული მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზებები აქვს. 15 ივლისიდან, ყველაზე მოთხოვნადი კოლექციები 50 პროცენტიანი ფასდაკლებით გაიყიდება. 40 პროცენტით დაიკლებს საფასური სრულ საზაფხულო ავეჯსა და აქსესუარებზე, ხოლო დანარჩენ სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.

გარდა ფასდაკლებებისა, 16-17 ივლისს ბათუმის ფილიალში მოეწყობა შოპინგის ღამეები და სავაჭრო ცენტრი ღამის 12 საათამდე იმუშავებს. იუსკი მომხმარებლებს ნამდვილ დღესასწაულზე ეპატიჟება, სადაც ფასდაკლებების გარდა უამრავი სიურპრიზი დახვდებათ.

იუსკი ოპერირებს პრინციპით ყველაფერი სახლისთვის. ქსელის ყველაზე ძლიერი მხარე მისი ფასისა და ხარისხის შეფარდებაა, რომლის სრული ასორტიმენტი ევროსტანდარტიტაა გამყარებული.

მეტის ნახვა