DS მოლი - ყველაფერი ერთ სივრცეში, თქვენი კომფორტისთვის

გასული წლის ზაფხულში, ბათუმში, ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. „DS მოლი“ - ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც ვაჭრობისა და გართობისთვის აუცილებელ ელემენტებს აერთიანებს. ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში დასაქმებულები ნებისმიერ მომხმარებელს ახლა აბუსერიძის 5 ნომერში ელოდებიან. „DS მოლი - ყველაფერი ერთ სივრცეში, თქვენი კომფორტისთვის“.

უკვე 1 წელზე მეტია, ქართულ ბაზარზე ახალი სიტყვა გამოჩნდა. „DS მოლი“ - ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც დასვენების, ვაჭრობისა და გართობისთვის აუცილებელ ელემენტებს აერთიანებს. სავაჭრო ცენტრი ბათუმში, აბუსერიძის 5 ნომერში მდებარეობს. 10 მილიონიანი  ინვესტიციის შედეგად, აქ დასაქმებული ასობით ადამიანის სამუშაო პირობები გაუმჯობესდა, რადგან ისინი ავარიულ მდგომარეობაში არსებულ ყოფილ „უნივერსამის“ შენობაში მუშაობდნენ.

სავაჭრო ცენტრი უახლესი, ევროპული სტანდარტებითაა აშენებული. სივრცე ადაპტირებულია ლიფტით, ორ სართულიანი მოლის ტერიტორიაზე განთავსებულია: სუპერმარკეტი, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები, პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების სავაჭრო ობიექტები, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთების - ჭურჭლებისა და ჭაღების მაღაზიებიც.

სივრცეში შეგიძლიათ ისარგებლოთ თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებით, „დიეს მოლში“ განთავსებული სალონი ესთეტიკურ მომსახურებებსაც  გთავაზობთ.

„დიეს მოლი“ განსაკუთრებით ზრუნავს მოზარდთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სივრცეში წარმოდგენილია რამდენიმე საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია, ასევე, საკანცელარიო და სათამაშო ნივთების სავაჭრო ობიექტები.

გახსნის შემდეგ, „დიეს მოლმა“ მომხმარებელში ნდობა მალევე მოიპოვა, რასაც კომპანია განსაკუთრებით უფრთხილდება და თავის ისტორიას წარმატებით აგრძელებს.

სავაჭრო ცენტრს სამომავლოდ საბავშვთა გასართობი ცენტრიც შეემატება. დაინტერესეულ პირებს სივრცეში არსებული თავისუფალი ფართების ქირაობაც შეგიძლიათ. „DS მოლი - ყველაფერი ერთ სივრცეში, თქვენი კომფორტისთვის“.

მეტის ნახვა