ბათუმში, "სტოკჰოლმი+50"-ის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

ბათუმში, „სტოკჰოლმი+50“-ის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. მიზანი ისეთი იდეებისა და მოსაზრებების გაზიარება იყო, რომლებიც ერთიან ხედვას აყალიბებენ ჯანსაღი პლანეტისა და საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. ასევე, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს აძლევს მითითებას მდგრადობის მისაღწევად, პრიორიტეტული ღონისძიებების შესახებ.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის გზები განიხილეს. ისაუბრეს ეკონომიკაში მწვანე მიდგომებისა და სუფთა ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებებზეც. ეროვნული კონსულტაცია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარდა.

„სტოკჰოლმი+50“ - ეს არის პლატფორმა, სადაც ქვეყნები და დაინტერესებული პირები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას და იმსჯელებენ კომპლექსური საკითხების გადაჭრის გზებზე. საერთაშორისო ღონისძიება 2-3 ივნისს ჩატარდება, რაც გაეროს პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს ეძღვნება.

მეტის ნახვა