ბათუმში, ლიბერთი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, ლიბერთი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ეკონომიკური ინსტიტუტი მომხმარებლებს ჭავჭავაძის 103 ნომერში მოემსახურება და სრულ საბანკო სერვისს მიაწვდის. ახალი ლიბერთის სტრატეგიის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის მათზე ორიენტირებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა.

ლიბერთი მესამე სისტემური ბანკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში ფინანსურ ინსტიტუტს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი აქვს.

ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და მილიონ 700 ათას ფიზიკურ პირს ემსახურება.

სერვისს აწვდიან 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესსაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მეტის ნახვა