ბათუმში Avia.ge-ის ახალი ოფისი გაიხსნა

avia.ge

ავიაბილეთების სააგენტო Avia.ge გაფართოებას განაგრძობს და კიდევ ერთი Avia.ge-ის ოფისი ბათუმში შემოგვთავაზა - კომპანიამ ახალი ფილიალი ბათუმში გახსნა. ბათუმელი მომხმარებლები მომსახურების მიღებას უკვე ადგილზე, ბაქოს ქუჩის 50 ნომერში შეძლებენ.

Avia.ge-ის რიგით მეოთხე ოფისი ყველაზე ცხელ ტურისტულ სეზონზე გაიხსნა, რაც იმ ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობას გეგმავენ, შესაძლებლობას მისცემს საუკეთესო ფასად შეიძინონ ავიაბილეთები და საუკეთესო მომსახურებაც მიიღონ.

ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საუკეთესო ფასების შეთავაზება Avia.ge-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, კომპანიას უკვე 70,000-მდე მომხმარებელი ენდო და მისი სერვისით ისარგებლა. Avia.ge-ი აერთიანებს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: ავიაბილეთებისასტუმრო, დაზღვევა. პანდემიის დროს კი, ამ ჩამონათვალს პოლონეთის სამუშაო მოწვევაც შეემატა, რამაც შეზღუდული ავიამიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება საკმაოდ გაუმარტივა.

ამ ყველაფერთან ერთად, Avia.ge საკმაოდ მარტივ და დახვეწილ მობილურ აპლიკაციას გვთავაზობს, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე IOS-ის მომხმარებლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ Avia.ge უკვე 5 წელია საქართველოში მოღვაწეობს და თავის სფეროში მოწინავე ადგილი უჭირავს. კომპანია დღეისათვის ქვეყნის 3 ქალაქში, 4 ოფისითაა წარმოდგენილი: თბილისში (2 ოფისით), ქუთაისსა და ბათუმში.

მეტის ნახვა