ბათუმს "ვილმარტის" კიდევ ერთი ფილიალი შეემატა

ბათუმს „ვილმარტის“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. სავაჭრო ცენტრი, ამჯერად, აღმაშენებლის ქუჩის 22 ნომერში გაიხსნა. ახალი ფილიალი სამსართულიანია, რომლის ბოლო სართულზეც ტანსაცმლის მაღაზია განთავსდა. სივრცეში ნებისმიერი მყიდველისთვის, მისაღებ ფასად, ქალის, კაცისა და ბავშვის ხარისხიან სამოსის შეძენაა შესაძლებელი.

ბათუმს ყველასთვის კარგად ნაცნობი ბრენდის მორიგი ფილიალი შეემატა. სუპერმარკეტების ქსელმა „ვილმარტმა“ სრულიად ახალი, თანამედროვე სტილის, სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი გახსნა. სივრცეში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო გარემო და გამოცდილი პერსონალის მაღალი დონის მომსახურება დაგხვდებათ.

„ვილმარტის“ ახალი ფილიალი აღმაშენებლის 22 ნომერში გაიხსნა. სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე განთავსებულია ტანსაცმლის მაღაზია „თრედსი“, სადაც, ნებისმიერი მომხმარებელი მისაღებ ფასად, მოდურ და ხარისხიან სამოსს შეიძენს. სუპერმარკეტების ქსელი უკვე რამდენიმე ათეული წელია მომხმარებელს ხარისხიან, ჯანსაღ და მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს.

„ვილმარტის“ ისტორია 2000 წლიდან იწყება. 2003 წლიდან კი კომპანიამ მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეისათვის, უკვე 4 ფილიალითაა წარმოდგენილი. ეწვიეთ სუპერმარკეტების ქსელს და თავად დარწმუნდით თქვენი არჩევანის სისწორეში. „ვილმარტი“ - განსხვავება, რომელსაც ამჩნევ!

მეტის ნახვა