"ბათუმი მედიკი" - ლიდერი სამედიცინო კომპანია აჭარაში

გასული წლის ოქტომბერში, ბათუმში, „თბილისი მედიკის“ შვილობილი ბრენდი „ბათუმი მედიკი“ გაიხსნა. კომპანია, ყველა სამედიცინო პროდუქციის ყველაზე დიდი იმპორტიორია რეგიონში, რომელიც ამბულატორიებსა და ჰოსპიტლებს ამარაგებს. ფილიალში ყველა სამედიცინო ნივთია წარმოდგენილი, როგორც კლინიკებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის.

სამედიცინო აპარატურა, ავეჯი, ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და ქირურგიული პროდუქცია, სახარჯი მასალები და პაციენტის მოვლის საშუალებები - ამ სერვისებს ნებისმიერ მოქალაქეს „ბათუმი მედიკი“ უკვე 3 თვეა სთავაზობს. „თბილისი მედიკის“ შვილობილი ბრენდი რეგიონში წარმოდგენილ კლინიკებს მომსახურებისა და სამედიცინო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში უწყობს ხელს.

ყველაზე დიდი იმპორტიორი კომპანია აქტიურად ემსახურება საცალო მიმართულების მომხმარებლებსაც - ადამიანებს, რომელთაც პროდუქცია, სამედიცინო აპარატის მონტაჟი ან ტექნიკური მხარდაჭერა  სახლის პირობებში სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, „ბათუმი მედიკმა“ მოქალაქეთა განსაკუთრებული ნდობაც მალევე მოიპოვა.

„ბათუმი მედიკის“ მიზანია გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კომპანია მომხმარებლებს ყველა სამედიცინო ნივთსა და დახვეწილ სერვისებს ერთ სივრცეში სთავაზობს. მეტი კომფორტისთვის, შეძლებთ ისარგებლოთ საინჟინრო მომსახურებით, განვადებით, ონლაინ შეძენითა და ადგილზე მიტანის სერვისით.

კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ „ბათუმი მედიკის“ წარმატებული პოზიციონირება სწორედ, მომხარებელზე ორიენტირებული პოლიტიკითაა განპირობებული. ასევე, რეგიონზე მაქსიმალურად მორგებული, ინდივიდუალური მიდგომით, ასორტიმენტის მრავალფეროვნებით, ოპერატიულობითა და ხარისხით.

„ბათუმი მედიკი“ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუტორია საქართველოში. დაინტერესებული პირები ბაგრატიონის 196 თ ნომერში უნდა მიხვიდეთ. „ბათუმი მედიკი“ - ლიდერი სამედიცინო კომპანია აჭარაში.

მეტის ნახვა