ახალი ამბები • 1726582469
„ასვს“ - სწავლის ხარისხზე ორიენტირებული ავტოსკოლა
ავტოსკოლა „ასვს“ - გიყვებით 2006 წელს შექმნილ კომპანიაზე, რომელმაც შეძლო და მალევე გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ავტოსკოლა რეგიონში. ეს კი მომსახურების იმ ხარისხმა განაპირობა, რასაც გუნდი მომხმარებლებს სთავაზობს. ბათუმში, მამია ვარშანიძის 130 ნომერში მდებარე ფილიალი მძღოლობის მსურველს საშუალებას აძლევს, ისწავლოს და დაეუფლოს უსაფრთხო მოძრაობის წესებს. ავტოსკოლაში გამოცდილი, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი დაგხვდებათ.
საგზაო მოძრაობის ნიშნები, მარეგულირებლები, მართვის პირობები, შუქნიშნის სიგნალები, მოძრაობის მანევრირება, სიჩქარე, ადმინისტრაციული კანონები - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც მძღოლობის კანდიდატს საგამოცდოდ მოეთხოვება. თუმცა ვიდრე გამოცდამდე მივალთ, ცხადია, თეორიული ნაწილის ცოდნა, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, „ასვს“-ში თითოეული ბილეთი საფუძვლიანად განიხილება. სასწავლო პროცესი სრულად დაცლილია ხრიკებისგან, რაც მოსწავლეს საკითხის დაზეპირების ნაცვლად, გააზრებაში ეხმარება. სივრცეშივე საშუალება გაქვთ იმიტირებული საგამოცდო პროცესი გაიაროთ.
თეორიული ნაწილის ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს სპეციალური მანევრირება დახურულ მოედანზე მოუწევს. „ასვს“-ის გარემო კი მოსწავლეებზე სრულად ადაპტირებულია. ავტოსკოლაში არსებული ინფრასტრუქტურა იდენტურია იმ მოცემულობისა, რაც მძღოლობის მსურველს გამოცდის დროს ხვდება. „ასვს“-ის ინსტრუქტორ-მასწავლებლები გამოსაცდელებს თითოეული მონაკვეთის სწორად გავლის შესწავლაში ეხმარებიან. პროცესი მარტივად აღქმადი და მოსწავლეზე ორიენტირებულია.
ბოლოს, გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება რჩება. მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპი კი გამოსაცდელებს განსაკუთრებით აშინებთ და უჭირთ. თუმცა, სათანადო პრაქტიკების „ასვს“-ში გავლა დაგარწმუნებთ, რომ რეალურად, საშიში არც არაფერია.
ინსტრუქტორ-მასწავლებლები სასწავლო პროცესებს წინასწარ, სპეციალურად შედგენილ მარშრუტებზე ატარებენ. აქ მიზანი ერთია: მოსწავლე მოემზადოს არა უშუალოდ გამოცდის ჩასაბარებლად, არამედ მიიღოს საფუძვლიანი, პრაქტიკული ცოდნა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, უსაფრთხო მართვისთვისაა საჭირო. წესების დაცვით მოძრაობა კი ცხადია, გამოცდის წარმატებით გავლის პირდაპირპროპორციულია.
სექტემბრიდან, მძღოლობის კანდიდატებს კიდევ ერთი ნაწილის გავლა მოუწევთ. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე, გამოსაცდელი ვალდებული იქნება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა შეამოწმოს. ამის შესწავლა კი „ასვს“-ში უკვე შესაძლებელია.
ავტომობილები, რომლითაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ცხადია, სრულად აღჭურვილია. გავლილი აქვს ტექნიკური შემოწმება და უსაფრთხოა.
დიახ, „ასვს“-ი განვითარებაზე ორიენტირებული ავტოსკოლაა, რომელიც არ ღალატობს მის ძირითად პრინციპებს: პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და საქმისადმი ერთგულებას. არსებობის 17 წლიანი ისტორიის საფუძველზე კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ასვს“ ამ სფეროში უპირობო ლიდერია.
1726471681
1725957626
1725903423