უკრაინაში, იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 440-ზე მეტი ცხედარი იპოვეს

ცხედარი იზიუმი

რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. ხარკოვის ოლქის ამ დეოკუპირებულ დასახლებაში წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენილია 440 ადამიანის ცხედარი. ისინი ცალ-ცალკე არიან დაკრძალულნი.

ხარკოვის მერის ინფორმაციით, ადამიანების ერთი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.

ხარკოვის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედრების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებული არაა, ამიტომ ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება, რითაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება.

მეტის ნახვა