ახალი ამბები • 1769693544
უკრაინას უკვე 62-ე დღეა ბომბავენ - რა ხდება მეგობარ ქვეყანაში?
უცხოეთი
1650967259
პუტინის ომმა უკრაინაში უკვე მე-3 თვის ათვლა დაიწყო. ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში დილიდან, განგაშის სიგნალები ისმის. საომარი მოქმედებების დაწყებიდან 62-ე დღეს, მტერმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავა. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს რაიონზე.
ქალაქის საკრებულო მოსახლეობას მოუწოდებს, განგაშის დასრულებამდე დარჩნენ თავშესაფრებში და არ გაავრცელონ ფოტოები ან ვიდეოები სოციალურ ქსელებში.
ამ ყველაფრის ფონზე კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. სერგეი ლავროვის განმარტებით, მისი არასათანადოდ შეფასება არ შეიძლება.
მეტის ნახვა























