წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა - სტიქია ბრაზილიაში

წყლადიდობა ბრაზილიაში

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბაიას შტატში, სადაც დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სტიქიის გამო, რამდენიმე კაშხალი გაირღვა. შტატის ხელმძღვანელობის განცხადებით, 16 000-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

მეტის ნახვა