ტეხასში, სატვირთო ავტომობილში 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს

სატვირთო

ტეხასის შტატში, სატვირთო ავტომობილში 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები მიგრანტები იყვნენ. ინფორმაციას ტელეარხი ABC ავრცელებს.

ფურგონში დაღუპულების გარდა, ცოცხალი ადამიანებიც იმყოფებოდნენ. 16 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მათგან 4 ბავშვია. მათ გადახურების სიმპტომები აღენიშნებოდათ. სან ანტონიოს სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, მანქანაში წყალი და კონდიცირება არ იყო.

ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ტეხასის გუბერნატორმა ინციდენტში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. შტატების მეთაური ფიქრობს, რომ აღნიშნული ბაიდენის მიერ საემიგრაციო პოლიტიკის შერბილებამ გამოიწვია.

ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე შტატებში ემიგრანტების ნაკადმა მაქსიმალურ ციფრებს მიაღწია.

მეტის ნახვა