თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა - BBC

ქალები ავღანეთი

თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ამის შესახებ BBC წერს. თალიბანის უმაღლესი განათლების მინისტრის განცხადებით, აპირებენ, რომ მდედრობითი სქესის სტუდენტებს სტატუსი შეუწყვიტონ, რადგან, უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი ცალკეული კლასების უზრუნველსაყოფად.

„მათ დაანგრიეს ერთადერთი ხიდი, რომელიც ჩემს მომავალთან დამაკავშირებდა“, - თქვა ქაბულის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა.

მანამდე კი, ხელისუფლებამ, ნოემბერში, ქალებს ქაბულის პარკებში გასვლა აუკრძალა იმ მიზნით, რომ იქ ისლამური კანონები არ სრულდებოდა.

"გაცნობებთ, დაუყოვნებლივ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება და დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე შეაჩეროთ სწავლა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის", - წერია განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და რამდენიმე ქვეყანამ დაგმეს ბრძანება, რომელიც ავღანეთს თალიბანის მმართველობის პირველ პერიოდს უბრუნებს, როცა გოგოები ვერ მიიღებენ ფორმალურ განათლებას.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ავღანეთში განაცხადა, რომ ეს არის „ახალი დაბალი მაჩვენებელი, რომელიც კიდევ უფრო არღვევს თანაბარი განათლების უფლებას და აძლიერებს ქალების წაშლას ავღანური საზოგადოებისგან“.

შეერთებული შტატების შეფასებით, ასეთი ნაბიჯი "თალიბანისთვის შედეგებს მოიტანს".

„თალიბანი ვერ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმური წევრი, სანამ ისინი პატივს არ სცემენ ყველას უფლებებს ავღანეთში“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განცხადებაში.

მეტის ნახვა