ახალი ამბები • 1656752721
სროლა ტეხასის დაწყებით სკოლაში - დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა
უცხოეთი
1653459021

ტეხასის შტატში დაწყებით სკოლაში მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მოკლულია 19 მოსწავლე და 2 მოზრდილი. ამის შესახებ BBC წერს.
18 წლის შეიარაღებულმა ბიჭმა ცეცხლი ქალაქ იუვალდში მდებარე დაწყებით სკოლაში გახსნა. სალვადორ რომასი ადგილზე მისულმა პოლიციამ მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში შეჭრამდე, თავდამსხმელმა თავისი ბებია მოკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია. როგორც ირკვევა რომასმა ცეცხლსასროლი იარაღი მაშინვე იყიდა, რაც სრულწლოვანი გახდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ამერიკელებს მოუწოდა, იარაღის გავლენიანი ლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მეწყერი ჩამოწვა და კლდიდან ჩამოვარდნილი ლ...
1656656368

ბათუმში, რესტორანი გაქურდეს - ბოროტმოქმედ...
1655192613

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა