საქართველოს მოქალაქეებმა მანქანის ფანჯარა გატეხეს და 100 000 ზლოტზე მეტი მოიპარეს - პოლონური მედია

ქურდობა

პოლონეთში, ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა სხვის საკუთრებაში არსებული მანქანის ფანჯარა გატეხეს, საიდანაც 100 000 ზლოტზე მეტი მოიპარეს. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.

"ხელსაყრელ მომენტში, როცა დაზარალებული იძულებული გახდა გაეჩერებინა მანქანა, დამნაშავეები მირბოდნენ ავტომობილისკენ, ჩაამტვრიეს საქარე მინა მგზავრის მხარეს, აიღეს ზურგჩანთა, რომელზეც სავარძელზე იყო დადებული ნაღდი ფული და გაიქცნენ", - წერს გამოცემა ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით.

დაკავებულს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

მეტის ნახვა