ახალი ამბები • 1653051720
სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა
უცხოეთი
1641112931

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის სახურავიდან ამოდიოდა და კვამლი კილომეტრების მოშორებით ჩანდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. პატრიცია დე ლილეს თქმით, დამწვარია ეროვნული ასამბლეის დარბაზი და ხანძარი მოედო სხვა ტერიტორიასაც.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ოფისში გაჩნდა და სპორტული დარბაზისკენ გავრცელდა.
დე ლილის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრეები სიტუაციას აკონტროლებენ.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ჩაქვის გვირაბში ხანძარი იყო - შედეგად, 2...
1653028083

"მეიჯერელ საქართველო" TV25-ის ეთერში გასუ...
1652968535

"დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" - ბსუ-ში...
1652954768

ენმ-ს ოფისი გატეხეს და გაქურდეს
1650535120
მეტის ნახვა