როგორ გამოიყურება უკრაინა ომის დაწყებიდან 11 საათის შემდეგ - ფოტორეპორტაჟი

უკრაინა

უკრაინაში არსებული ვითარება უფრო მეტად დამძიმდა. კრემლმა იერიში რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზეც მიიტანა. დაბომბილია ადგილები, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. გიჩვენებთ ფოტორეპორტაჟს უკრაინიდან: 

        1. პოლიციის თანამშრომლები ამოწმებენ რაკეტის ნაშთებს, რომელიც ქუჩაში დაეცა - კიევი

 

2. ხალხი ქალაქში დაბრუნებას კიევის აეროპორტში ელოდება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის განხორციელების უფლება მისცა

       

3. სეპარატისტების სამხედრო მანქანა დონეცკში

4. როგორ ტოვებენ უკრაინის მოქალაქეები ქალაქს, მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანას თავს დაესხა

5. როგორ ამოდის კვამლი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფის ტერიტორიიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა

6. ჯავშანმანქანა მოძრაობს ქუჩის გასწვრივ - აღმოსავლეთ უკრაინა, ყირიმი, ქალაქი არმიანსკი

 

7. საბრძოლველად მომზადებული უკრაინელი ჯარისკაცები 

8. რიგი ბენზინგასამართ სადგურებთან კიევში

9. სამხედრო ბაზის შენობა, რომელიც, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზიანდა

10. მოქალაქეების რიგი ბანკომატთან

11. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ბოევიკი" დგას ავტობუსების გვერდით, რომლებიც მოწყობილია სამხედრო სამსახურისთვის მობილიზებული ადგილობრივი მოსახლეობის გადასაყვანად

12. "არა ომს უკრაინაში"

13. კიევში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფის შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად კვამლი ამოდის

14. ხარკოვში დაბომბილი საცხოვრებელი სახლი


15. ხარკოვის ბოლოდროინდელი დაბომბვის შემდეგ, რაკეტა გზაზეა ჩაფლული

მეტის ნახვა