ახალი ამბები • 1695969245
ქურდობის 37 შემთხვევა, რომელშიც ქართველი ფიგურირებს - რას წერს ბერძნული მედია?
უცხოეთი
1685429822

"48 წლის ქართველი, რომელმაც ქურდობა „პროფესიად“ აქცია", - ამ სახელწოდებით ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს და იტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთში, 12 სუპერმარკეტში, ქურდობის 37 შემთხვევა ჩაიდინა.
გამოცემის ცნობით, კაცი მაღაზიებიდან პროდუქციას სისტემატურად იპარავდა. იგი ბოლო შემთხვევის დროს, ვრაჩატიში, კორინთიაში დააკავეს.
"წინასწარი გამოძიების დროს გაირკვა, რომ ქართველი საბერძნეთის 12 სხვადასხვა რეგიონში სუპერმარკეტებს უცნობი რაოდენობის პროდუქტებს ჰპარავდა. მის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე აღძრულია საქმე და გადაიყვანეს კორინთის რაიონულ პროკურატურაში", - წერია ინფორმაციაში.

ბათუმში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1695644233
მეტის ნახვა