პუტინის ომის 85-ე დღე უკრაინაში - საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ქვეყანაში 231 ბავშვი გარდაიცვალა

პუტინის ომის 85-ე დღე უკრაინაში. საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. ოკუპანტების აგრესიას, ბოლო მონაცემებით, 231 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 427 მოზარდი.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად, ათას 828 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 171 კი, მთლიანად განადგურდა.

რაც შეეხება მტრის ზარალს, 24 თებერვლიდან 19 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 28 500 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 სამხედროთი მეტია.

მეტის ნახვა